ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, „წითელი წიგნი“ შექმნეს
14-02-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებით და შემოქმედებით საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ. სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს კომპლექსური დავალებებით სწავლება. 

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება თემაზე - „წითელი წიგნი“. მათ თავად დაამზადეს წითელი წიგნები, მოიძიეს ინფორმაციები გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე, ფრინველებსა და მცენარეებზე, დაამუშავეს და წარუდგინეს კლასს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზოგმა მოსწავლემ დავალება ინგლისურ ენაზეც მოამზადა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთათვის მოცემული დავალება იყო საკმაოდ სახალისო და ინფორმაციული. მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა წითელი წიგნი დაასურათა, სადაც ნათლად ჩანს მათი შემოქმედებითი უნარები და პოტენციალი.

როგორც სკოლაში აღნიშნეს, მე-5 კლასის მოსწავლეებს კარგად აქვთ განვითარებული ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარი.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც თავად მოსწავლე ქმნის. დავალების ეს ტიპი მოიცავს რამდენიმე დავალებას ერთად: მოძიებას, დალაგებას, მსჯელობას,პრეზენტაციას. კომპლექსური დავალება მოსწავლეებმა შეიძლება განახორციელონ, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურადაც.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი სოფიო გველესიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203