„შეიტანე წვლილი კლიმატის ცვლილების შეჩერებაში“ - საინტერესო პროექტი ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში
14-02-2024

ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერასა და მოსწავლეებში ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

„კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემაა გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებით, რომელიც გამოიხატება ტემპერატურის მატებით, ნალექების ზრდითა და გახშირებული ბუნებრივი კატასტროფებით“, - ამ იდეით განმსჭვალულმა მე-11 კლასის მოსწავლეებმა, საინტერესო ინიციატივა წამოაყენეს. 

მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგის ქეთევან ბეღელაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განახორციელეს პროექტი - „შეიტანე შენი წვლილი კლიმატის ცვლილების შეჩერებაში“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო კლიმატის ცვლილებაზე ადამიანის ზეგავლენის გაცნობიერება, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გააზრება. 

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ  ჩვენ ადამიანები, პირველები ვართ პრობლემის შექმნაში: ადამიანის სამრეწველო საქმიანობა, ტყის გაჩეხა, ტრანსპორტისა და საწარმოების გამონაბოლქვი, უპასუხისმგებლოდ დაყრილი ან დამწვარი მავნე ნივთიერებები, მეურნეობაში არასწორად გამოყენებული პესტიციდები, რესურსების არაგონივრული გამოყენება დიდ ზიანს აყენებს გარემოს, საფრთხეს უქმნის ადამიანს და მის სრულფასოვან არსებობას. 

„დაიწყე მოქმედება ახლა, დედამიწა შენს ხელშია“, - ეს იყო ლოზუნგი, რომლითაც მოსწავლეებმა მოუწოდეს სასკოლო საზოგადოებას ეკომეგობრული ქცევის წესების დასაცავად.    

იხილეთ ფოტოები:  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203