
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ღონისძიება - „ზღაპრის გმირების გაცოცხლება“ გაიმართა.
ბავშვებმა სხვადასხვა ზღაპრის გმირების როლი შესანიშნავად მოირგეს და გაითამაშეს. აღნიშნული პერსონაჟების ფორმებში გამოწყობილმა მესამეკლასელებმა სამსახიობო ნიჭი შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციას კდიევ უფრო ამაღლებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: