თიანეთის N1 საჯარო სკოლაში პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
14-02-2024

მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში პოეტ ტარიელ ხარხელაურს უმასპინძლეს. 

სკოლაში პოეტის პატივსაცემად მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ თბილ და საინტერესო გარემოში ჩაიარა. დასარულების შემდეგ, პოეტმა სურათები გადაიღო ღონისძიების მონაწილეებთან და მსურველებს დაუტოვა ავტოგრაფები, სხადასხვა დროს გამოცემულ მისსავე წიგნებზე.

აღსანიშნავია, რომ პოეტს საჩუქრად გადასცეს მათი შექმნილი პოეტის პორტრეტები (მარიამ გოჯიაშვილი, ანანო ცალუღელაშვილი, ნუციკო ხარანაული) და კალიგრაფიული ნამუშევრების ალბომი - „ტარიელ ხარხელაური - პოეზიის ხევისბერი“ ( V-VI-VII-VIII კლ.)

ეს ღონისძიება ნაწილია სასკოლო პროექტისა - „საქართველო არის ესე...“, რომელსაც სკოლა მიმდინარე სასწავლო წელს ახორციელებს.

„დიახ, ეს საქართველოა...ამ საქართველოში ერთი პატარა ხმა ჩვენს რაიონსაც აქვს, თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით... დაიმახსოვრეთ ადამიანებო, ღრმად ჩაისუნთქეთ ტარიელ ხარხელაური, ჟანგბადივით აუცილებელი ადამიანი, ყოველგვარი დოზის გარეშე! მიიღეთ წამლად შექმნილი მისი ლექსები და გადარჩებით! და არა მარტო თქვენ, სხვასაც გადაარჩენთ.

გადარჩენილ და ღირსებააღდგენილ მომავალში გელოდებით... პატივისცემითა და სიყვარულით შენი ლადო კახაძე... ბატონ ლადოს ხმას ჩვენიც შევუერთეთ და ასეთ საქართველოში ყველას გელოდებით.. “, - ამ სიტყვებით დასრულდა ღონისძიება, რომელმაც დამსწრე საზოგადოება დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ქვეშ მოაქცია. 

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების თითოეულ მონაწილეს, მასწავლებელს, მშობელს... განსაკუთრებულად ქალბატონ ქეთევან შარმიაშვილს, კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ „აონს“, მის ხელმძღვანელს, ზურა მირზიაშვილს, მშობლებს: თეონა ყურშავიშვილს,ქეთევან ფილაურსა და ნანა ხარანაულს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203