მატნის N1 საჯარო სკოლაში სასათბურე მეურნეობა მოეწყობა
14-02-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს მეწარმეთა კლუბი, რომლის წევრები სხვადასხვა აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, მეწარმეთა კლუბის წევრები, სამოქალაქო განათლების პროგრამის სკოლა-ბიზნესის ფორუმში მონაწილეობდნენ, სადაც კომპანია „ბადაგონისგან“ დაფინანსება მიიღეს. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და კვლავ წინსვლას უსურვებენ.

როგორც გვიყვებიან, სკოლაში მალე სასათბურე მეურნეობა მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიღწევები მოსწავლეთა მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203