ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს
14-02-2024

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით შეუერთდნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობა განხორციელდა. X კლასის მოსწავლეებმა, უმცროსკლასელებს მათთვის საინტერესო ნაწარმოებები წაუკითხეს, შემდგომ კი მათ შესახებ საინტერესოდ იმსჯელეს. 

ბავშვებმა წაკითხულის შესახებ თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს და აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წიგნის კითხვა ადამიანებისთვის.

„კარგი წიგნი - ეს არის საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ავტორმა უანდერძა კაცობრიობას“ - ეს სიტყვები წინ უძღვოდა აღნიშნულ აქტივობას.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203