ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
14-02-2024

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.

9 თებერვალს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიაში მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.

ინტელექტუალირი თამაშით გიმნაზიის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული დავით აღმაშენებლის კვირეული დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ თამაშში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით იყვნენ ჩართულნი, თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203