„მძლეოსნობის ელემენტები“ - ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, კედლის გაზეთი გამოუშვეს
14-02-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. ასეთი ტიპის დავალებები მოსწავლეთა მეტ ინტერესს იწვევს, რაც მათ მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, მოსწავლეებმა იმუშავეს საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე, რომლის თემა იყო „მძლეოსნობის ელემენტები“.

ბავშვებმა, თემასთან დაკავშირებით, შექმნეს კედლის გაზეთი, დახატეს ნახატები და გააკეთეს პრეზენტაციები.

მოსწავლეებმა დავალებას სამაგალითოდ გაართვეს თავი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203