ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემეცნებით კონკურსში ჟიურის რჩეულის ტიტული მოიპოვეს
14-02-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ბავშვები კონკურსში - „მე ვეუფლები მეცნიერებას“ მონაწილეობდნენ, სადაც ჟიურის რჩეულის ტიტული მოიპოვეს. აღნიშნულ დღეს, ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სკოლაში, კონკურსის მონაწილეებს: მაშო-მარიამ ახალკაცს, ნუცა ბერიანიძეს და მათ მასწავლებელს - ლია მაზანაშვილს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203