ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ინგლისური ენის გაკვეთილი
14-02-2024

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პირველკლასელები ინგლისურ ენას ხალისით სწავლობენ, მათ მოტივაციაზე პედაგოგი ზრუნავს, რომელიც პატარებს საინტერესო, სახალისო და მარავალფეროვანი აქტივობებით ანებივრებს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლა მდიდარია მასალებით და მოსწავლეებისთვის შექმნილია სახალისო სასწავლო გარემო. პედაგოგები ეხმარებიან მოსწავლეებს გახდნენ უფრო თავდაჯერებულები, ბედნიერები და ინგლისურად თავისუფლად მოსაუბრეები. 

ასეთივე, მიდგომებითა და შემართებით ატარებს საინტერესო გაკვეთილებს მასწავლებელი ნინო ჩიტაიშვილი, ამის დასტური კი, წამახალისებელი საჩვენებელი გაკვეთილია, რომელშიც მოსწავლეები დიდი შემართებით ჩაერთნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მსგავსი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარება გამოცდილი მასწავლებლების, ნინო ჩიტაიშვილის ყოველდღიური რუტინაა.

„პირველკლასელი ბავშვების ერთთვიანი შედეგიც სახეზეა!“, - ასე აფასებენ პედაგოგის საამაყო შედეგს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203