საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების განვითარების ისტორია ქვიზით შეაჯამეს
14-02-2024
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, სამოქალაქო კლუბისა -  Peak Of Changes („ცვლილებების პიკი“) და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ირინა მიქავას ხელმძღვანელობით არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, მათი ორგანიზებით ქვიზი „HumanMetr“ ჩატარდა, რომლის ავტორი სამოქალაქო განათლების კლუბი გახლავთ.

აქტივობაში მონაწილეობდნენ VII და VII კლასების მოსწავლეები. აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა შეაჯამეს ადამიანის უფლებების განვითარების ისტორია, კლასიფიკაცია, ტიპები, მახასიათებლები და სახელმწიფოს ფუნქციები მათი დაცვის პროცესში.

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეთათვის საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203