
სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდნენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საყვარელი წიგნებისა და პერსონაჟების შესახებ ისაუბრეს და შერჩეული ეპიზოდები ხმამაღლა წაიკითხეს და ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს.
მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გარშემო გაერთიანდნენ და საზოგადოებას ურჩიეს წიგნს დაუბრუნდნენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ვიდეომასალა: