„ახალგაზრდული ძალა“ - ბებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის ფარგლებში მოხალისეობის მნიშვნელობას სწავლობენ
14-02-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება. 

მათ შორის, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერ სკოლებთან თანამშრომლობით, ბებნისის საჯარო სკოლაში პროექტი  - „ახალგაზრდული ძალა“ გრძელდება. 

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები აიმაღლებენ ცოდნას მოხალისეობის მნიშვნელობასა და შედეგებზე.

მე-7 კლასის მოსწავლეები - თეკლა ბერიკაშვილი და ემი წიქარიშვილი აქტიურად ჩაერთნენ პროექტში, დაამზადეს ბროშურები და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს. 

პროექტის ხელმძღვანელი მაია მაჭარაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203