ქვიზი ევროკავშირისა და ნატოს შესახებ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
14-02-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებას დიდი მონდომებით ატარებენ.

ამჯერად, სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბის - Peak Of Changes („ცვლილებების პიკი“) ორგანიზებითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ირინა მიქავას ფასილიტაციით ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საინტერესო ქვიზი ჩატარდა.

მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვებს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიის, ღირებულებების, მითების, რეალობის შესახებ.

აღნიშნულ ქვიზში IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203