რუისის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
14-02-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.

მათ შორის არიან: ანანო ღამბარაშვილი და ირაკლი გურასპაშვილი. მათ სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის ოქროს მედლები გადაეცათ.

სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ამჟამად წარმატებული სტუდენტები არიან. მათი წარმატებით სასკოლო საზოგადოება ამაყობს და მომავალში კვლავ წინსვლას უსურვებს. 

„გილოცავთ! კვლავ წარმატებები თქვენს მომავალს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203