Do politics - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეთა ავტორობით შექმნილი საინტერესო ქვიზი 
14-02-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბის - Peak Of Changes („ცვლილებების პიკი“) და სამოქალაქო განათლების პედაგოგ, ირინა მიქავას ფასილიტაციით ჩატარდა ქვიზი Do politics, რომლის ავტორები მე-8 კლასის მოსწავლეები იყვნენ. ქვიზი მოსწავლეებმა kahoot.it გამოყენებით ითამაშეს.

თამაშის შემდგომ, მოსწავლეებმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ ნასწავლი მასალა შეაჯამეს. მათ, ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის ფარგლებში, გამოიმუშავეს ჯგუფური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები. მოსწავლეებმა შესანიშნავად შეძლეს ცოდნის წარმოჩენა, ანალიზი და მოვლენათა შეფასება.

აქტივობა საინტერესო და ინფორმაციული იყო თითოეული მოსწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203