„საცხოვრებელი გარემო“ - კნოლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
14-02-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე, თემაზე - „საცხოვრებელი გარემო“ საინტერესო აქტივობები განხორციელდა. მოსწავლეებმა სასწავლო რესურსების გამოყენებით ლამაზი ნამუშევრები შექმნეს.

დავალების შესრულებისას მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203