ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ღონისძიება მიეძღვნა
14-02-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ​მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

შესაბამისად, განსაკუთრებულად აღინიშნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.

„ერის დაცემა მაშინ იწყება, როცა ქართველი ერი თავის საუბედუროდ ივიწყებს თავის ისტორიას. კაცად სახსენებელი არ არის ის ვისაც აღარ ახსოვს, ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის“- ამ სიტყვებით დაიწყეს მე-7 კლასელებმა დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მოწაფეებმა ისაუბრეს მეფის დიდებულ აღმშენებლობით საქმეებზე. წაიკითხეს ციტატები და ლექსები და ქართველი ერის წინაშე მისი ღვაწლი აღნიშნეს. მოსწავლე სესელი ყურშუბაძე ღონისძიებაზე საკუთარი ლექსით წარდგა.

მე-7 კლასის ხელმძღვანელი ირმა რიონიძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებით ანებივრებს. 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 8 თებერვალს აღნიშნავს. დავით IV აღმაშენებელი 1125 წლის 24 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) გარდაიცვალა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203