თხილნარის N2 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ღვაწლი ღონისძიებით აღნიშნეს 
14-02-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. 

შესაბამისად, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დიდი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. 

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, თხილნარის N2 საჯარო სკოლაში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ ღონისძიება დაგეგმა, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა. ღონისძიების ხელმძღვანელმა - მზია დუმბაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მოსწავლეებმა დიდებული მეფის შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს და ქართველი ერის წინაშე მისი ღვაწლი აღნიშნეს. 

მოზარდებმა, ასევე, წაიკითხეს ლექსები და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები. 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 8 თებერვალს აღნიშნავს. დავით IV აღმაშენებელი 1125 წლის 24 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) გარდაიცვალა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203