ვანის N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს მუნიციპალიტეტის მერმა გამარჯვება მიულოცა
24-05-2018
ვანის N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა სპორტული სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში მძლეოსნურ გეზბერნში პირველი ადგილი დაიკავა. 

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა ოლიმპიადის ფინალისტებს საკუთარ კაბინეტში უმასპინძლა.

„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას, ჩემთვის საამაყოა რომ ასეთი მიზანდასახულები ხართ, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ახდენთ და კარგ მაგალითს აძლევთ თქვენს თანატოლებს“ - აღნიშნა მან. 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს, სადაც სკოლის მოსწავლეები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

მონიკა ქიმუცაძე, ნინო ბოლქვაძე, ნინი ხელაძე და თათია ჩიტავა ვალერი როხვაძის ხელმძღვანელობით, ფინალში ასპინძის გუნდს დაუპირისპირდებიან. 

ვანის N2 საჯარო სკოლა ულოცავს გოგონებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203