ჭიათურის N2 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე შთამბეჭდავად აღნიშნეს
14-02-2024

„დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის“- გოდერძი ჩოხელის ამ უკვდავი სიტყვებით შეუერთდნენ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას ჭიათურის N2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მეშვიდედ აღინიშნა ჩვენს პლანეტაზე. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი სიხარულით ხვდებიან ამ გამორჩეულ დღესასწაულს. არც ილიას, აკაკის და ვაჟას სამშობლოა ამ მხრივ გამონაკლისი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ტოლი არ დაუდეს მკითხველებს და დიდი დღესასწაული მოაწყვეს. კლასის დამრიგებელმა, მაკა ცერცვაძემ, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები დაგეგმა. ჯერ საკლასო სივრცეში, შემდეგ კი სკოლის ბიბლიოთეკაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა არაერთი მოთხრობა თუ ლექსი გააჟღერეს. ბავშვებმა  მთელი სული და გული ჩადეს ამ საქმეში. დასასრულს ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები - ეს დღე მათ არასდროს დაავიწყდებათ.

„მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ახალგაზრდებს ბიძგს მისცემს უფრო და უფრო შეიყვარონ წიგნი - „ცოდნის წყარო“ - გაითავისონ მისი მნიშვნელობა და მომავალ თაობას გადასცენ საკუთარი გამოცდილება!

„ყოველი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“! ვულოცავთ IV კლასის მოსწავლეებს ამ სამყაროში შემობრძანებას და ვუსურვებთ წარმატებული ნაბიჯებით აღმასვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203