ჭიათურის N2 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
14-02-2024

„ადამიანი, რომელიც არ კითხულობს, არაფრით არის მეტი მასზე, ვისაც კითხვა საერთოდ არ შეუძლია“ - მარკ ტვენის ეს სიტყვები გააჟღერეს ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც ასზე მეტი ქვეყნიდან 90 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, აღნიშნულ ღონისძიებას ჭიათურის N2 საჯარო სკოლის IVგ კლასიც შეუერთდა.

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- ამ სლოგანის გარშემო  გაერთიანდნენ პატარა მკითხველები და ხმამაღლა წაიკითხეს მათთვის საყვარელი წიგნები, გაუზიარეს თანაკლასელებს ის სიხარული, რასაც წიგნის კითხვის დროს გრძნობს ადამიანი.

კლასის დამრიგებელმა, თინათინ ცუცქირიძემ, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საკლასო სივრცეში საინტერესო აქტივობები დაგეგმა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები მათთვის განსაკუთრებით საყვარელი წიგნებიდან, გაცვალეს წიგნები, იმსჯელეს კითხვის აუცილებლობაზე.

„მსგავს ღონისძიებებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ კითხვის პოპულარიზაციაში,  მოსწავლეებს აძლევს სტიმულს იკითხონ  და შეიყვარონ წიგნები.

„ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, მას მუდამ გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი, მხიარული თანამოსაუბრე, ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი!  ვულოცავთ, პატარა მკითხველებს წიგნის სამყაროში შებრძანებას და ვუსურვებთ თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203