თბილისის N14 საჯარო სკოლის მესამეკლასელთა მოგზაურობა წიგნის საოცარ სამყაროში 
14-02-2024

თბილისის N14 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

მე-3 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში: ერთმანეთს წაუკითხეს საყვარელი წიგნებიდან სასურველი ამონარიდები; გაეცნენ და სხვებსაც გაუზიარეს წიგნების შესახებ ცნობილი გამონათქვამები, რომლებზეც შემდგომ იმსჯელეს; მისწერეს წერილი საყვარელ პერსონაჟებს, დახატეს ისინი და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მათ მიმართ.

მე-3 კლასის დამრიგებელი მარიამ ახალაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს და მოწაფეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე აქტიურად უნერგავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203