„ჩემი პირველი წიგნი“ - თბილისის N14 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის სახალისო ინიციატივა
14-02-2024

თბილისის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე სკოლაში არაერთი აქტივობით აღინიშნა. 

წიგნიერების დღესასწაულს თბილისის N14 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაც შეუერთდა. გაიმართა სახალისო აქტივობა - „ჩემი პირველი წიგნი“. მოსწავლეებმა ხალისით აიტაცეს ინიციტივა. ამასთან, ღონისძიებას შეუერთდნენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ უფროსებიც. 

მკითხველებმა გაიხსენეს წიგნი, რომელიც პირველად წაიკითხეს და წიგნის სათაური „სტიკერებზე“ დაწერეს. მოკლე შინაარსის მოყოლის შემდეგ კი ბანერზე გააკრეს.  

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანია წიგნის კითხვის პროპაგანდა და წიგნიერების დონის ამაღლება საზოგადოებაში.

პროექტს ბიბლიოთეკარი ეკატერინე სურგულაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203