თეთრიწყაროს N1 სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა „მთიებმა“ სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 365-ე წლისთავს ღონისძიება მიუძღვნა 
13-02-2024

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ლიტერატურული კლუბი „მთიები“. წლების მანძილზე არაერთი ლიტერატურული საღამო ჩატარებულა.

ამჯერად, კლუბის ინიციატივით შეირჩა დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრება და შემოქმედება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მიეძღვნა მწერლის დაბადებიდან 365-ე წლისთავს. ლიტერატურულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-10 კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა გაიხსენეს მწერლის განვლილი ცხოვრების ურთულესი და მძიმე გზა. მიმოიხილეს სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი - „სიტყვის კონა“, თარგმანები... წაიკითხეს იგავ-არაკთა კრებულიდან - „სიბრძნე-სიცრუისა“ არაერთი იგავი:  „ფილოსოფოსი და ვირი“, „უნაღვლოთა მძებნელი“, „თვალხილული და უსინათლო“, „მღმერთობელი მეფე და მისი ვაზირი“....

დასასრულს, მეათეკლასელებმა მწერლის ბრძნული შეგონებები დაუკავშირეს დღევანდელობას და გამოთქვეს საკუთარი აზრი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203