წიგნიერების დღესასწაული დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში
13-02-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-2-მე-9 კლასის მოსწავლეები, რომლებიც გზავნილის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გაერთიანდნენ. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს როგორც საბავშვო მოთხრობები, ასევე ნიკო ლორთქიფანიძისა და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან ნაწყვეტები, შემდეგ კი ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს .

მასწავლებლებმა გაამახვილეს ყურადღება წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე და იმსჯელეს წიგნის კითხვის დადებით მხარეებზე.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები - ცისანა კირთაძე, ნათელა  მეგენეიშვილი და ციცინო აბულაძე, რომლებიც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203