„გააკეთე შენ თვითონ“ - საინტერესო პროექტი გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში
13-02-2024

გარდაბნის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათში კრეატიული აზროვნების განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. 

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს საინტერესო სათამაშოები პროექტის - „გააკეთე შენ თვითონ“, ფარგლებში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ პროექტის საუკეთესო ნაწილი იყო მასწავლებლების, სტუდენტებისა და მშობლების თანამშრომლობა, რამაც საუკეთესო შედეგი გამოიღო, როგოც რესურსების შექმნის კუთხით, ასევე თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბების მხრივაც.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი და თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს. 

იხილეთ ვოდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203