ხონის N4 სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო სტუმრებს უმასპინძლეს
13-02-2024

ხონის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ და გაერთიანდნენ სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გარშემო. 

წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეებს მიწვეულმა სტუმრებმა, ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა, ხონის საკრებულოს წევრმა, დევნილთა საინიციატივო საბჭოს წარმომადგენელმა - ბაჩანა ბასილაიამ და  საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეექვსე საარტილერიო ბრიგადის სერჟანტმა ამირან ბუაძემ თავიანთი საყვარელი წიგნებიდან ნაწყვეტები წაუკითხეს და წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203