ხონის N4 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საყვარელი ნაწარმოებების გმირები „გააცოცხლეს“
13-02-2024
ხონის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას ინტერესით შეუერთდნენ.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გააცოცხლეს თავიანთი საყვარელი პერსონაჟები.
მოსწავლეებმა საყვარელი წიგნები ხმამაღლა გააჟღერეს, ერთმანეთს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები გააცნეს და ბოლოს, შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას პედაგოგი ელიზა ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს