ქუთაისის N36 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
13-02-2024

ქუთაისის N36 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძების ნაწილი გახდა. 

სადამრიგებლო კლასებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა. მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთად საჯაროდ წაიკითხეს. ბავშვებმა განიხილეს მათი ასაკის შესაბამისი სხვადასხვა წიგნი.

პედაგოგები მოსწავლეებს ესაუბრნენ წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მნიშვნელობაზე, აღნიშნეს, რომ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203