გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
13-02-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

კონსულტანტ მასწავლებელი ლია მარგიშვილი ბავშვებს გამოჩენილი ექიმის, ფსიქოფიზიოლოგის - ბარბარე ყიფიანის ცხოვრებასა და მეცნიერულ მოღვაწეობაზე ესაუბრა.

ბავშვებმა საინტერესო და მათთვის საჭირო ინფორმაციები მიიღეს, დრო კი ნაყოფოერად გაატარეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს აქტივობა მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას ხელს შეუწყობს. 

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203