
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ამჯერად, XI კლასის მოსწავლეებმა სავალდებულო პროექტების ფარგლებში, გააგრძელეს მუშაობა პროექტზე - „ვებრძოლოთ ადიქციას“.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ადიქციის თემაზე. თემის ირგვლივ ისაუბრეს, განიხილეს და იმსჯელეს. ერთმანეთს თავიანთი დამოკიდებულებები და მოსაზრებები გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთიც, რომელიც საკმაოდ ინფორმაციული და საინტერესო გამოვიდა. მათ ასევე, დააანონსეს პრეზენტაციის გაკეთება სკოლის თემში ცნობიერების ამაღლების მიზნითაც.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელი ლია ჯაყელი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: