
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მათ ინტერესებზე მორგებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, დაწყებით საფეხურზე საინტერესო და სახალისო მათემატიკური აქტივობა - „ვსწავლობთ გამრავლებას“ ჩატარდა. აქტივობაში IV-VI კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები: „კენტები“ და „ლუწები“ მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა მაღალი იყო. ბავშვებმა გამრავლების ტაბულის მაღალ დონეზე ცოდნა და თანამშრომლობითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობის ექსპერტმა - ეკა კვარაცხელიამ გამოავლინა გამარჯვებული მოსწავლეები. რომლებიც ხელმძღვანელმა სიგელებით დაასაჩუქრა.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: