წინწყაროს საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს 
13-02-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღისადმი მიძღვნილი აქტივობები lV კლასის მოაზროვნეებთან ერთად ჩატარდა, მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს. 

ბავშვებმა საჯაროდ წაიკითხეს, მათთვის გამორჩეული მოთხრობები, მხატვრულად გააჟღერეს ლექსები და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობების ხელმძღვანელი, პედაგოგი ინდირა შავაძე იყო, რომელიც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს. ​

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203