ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაეცნენ
13-02-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა ტექნოლოგიების კუთხით მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასა და მათთვის პროგრესული, განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.

სწორედ ამ მიზნით, STEM School პროექტის ფარგლებში, სკოლას „ამერიკული კუთხე“, ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშებით ეწვია. 

სტუმრებმა, ბავშვებს გააცნეს ინოვაციური ტექნოლოგიები, რაც მათი კრეატიული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

მოსწავლეები დაინტერესებასა და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, მათ არაერთი საინტერესი ინფორმაცია მიიღეს,  ციფრული თამაშებით გაერთნენ და ტექნოლოგიების არსი კიდევ ერთხელ გაიაზრეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203