საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული აქტივობები პატარა ირაგის საჯარო სკოლაში
13-02-2024

ამრიდონ ჩეგიანის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ლიტერატურული აქტივობებით აღინიშნა. 

აქტივობებს, მასწავლებლები: ქეთო პაკელიანი და მარიამ წიკლაური ხელმძღვანელობდნენ და მათში, მე-3 - მე-9 კლასების მოსწავლეები, დიდი ინტერესითა და შემართებით იყვნენ ჩართულნი. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ერთმანეთს წაუკითხეს ქართველი და უცხოელი მწერლების თხზულებები, ეზიარნენ პოეზიას და თავიანთი შთაბეჭდილებები გააზიარეს

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“, - მოსწავლეები ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ, კიდევ ერთხელ გაიაზრეს წიგნიერი საზოგადოების მნიშვნელობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203