თამარისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული სადღესასწაულო ღონისძიება 
14-02-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, ამ მიზნით კი მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას - მათ შორის გასართობ და საზეიმო აქტივობებს სთავაზობენ. 

საზეიმო ღონისძიებებით გამოირჩეოდა წინასაახალწლო პერიოდი.  

28 დეკემბერს, სასწავლო პროექტის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება - „ახალი წლის ზღაპარი“.

პროექტში მონაწილეობდნენ პირველი და მე-3 კლასის მოსწავლეები. პროექტის ხელმძღვანელები კი არიან პედაგოგები - დარინა თოდუა, ლია აბულაშვილი და თეა მატიაშვილი.

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.  

მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება საახალწლო ტრადიციების მნიშვნელობის შესახებ, ასევე, შემოქმედებითი უნარის განვითარება და თანამშრომლობის უნარის განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203