„ნიკოფსიიდან დარუბანდამდე- დავით აღმაშენებელი“ - საინტერესო ღონისძიება თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში
13-02-2024

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, 8 თებერვალი ის დღეა, რომელიც ტრადიციულად აღინიშნება სკოლაში.

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებელთან ერთად, დაგეგმეს ღონისძიება -   „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე- დავით აღმაშენებელი“ რომლის მიზანი იყო გაცნობოდნენ მე-11, მე-12 საუკუნეების საქართველოს ძლიერების ხანას,  მეფე დავითის პოლიტიკას და მის ღვაწლს, მის მიერ გატარებულ რეფორმებს, რამაც საქართველო უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა სამი აქტივობა: ფილმის ჩვენება, დისკუსია (დავითის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ და პარალელების გავლება სხვა, უფრო დიდი სახელმწიფოების ლიდერებთან და მათ პოლიტიკასთან) და თემასთან დაკავშირებული თვალსაჩინოების შექმნა-გამოფენა.

„მოსწავლეები ხალისით  იყვნენ ჩართული ღონისძიებაში. გამოყენებული აქტივობები ხელს შეუწყობს  მათში ინფორმაციის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენარჩუნებას“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203