„იაკობ გოგებაშვილი ჩვენი მზე, ჩვენი დარია“ - თამარისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
13-02-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, შემეცნებითი და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.

მათ შორის იყო დიდი ქართველი პედაგოგისა და „დედა ენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „იაკობ გოგებაშვილი ჩვენი მზე, ჩვენი დარია“.

აღნიშნულ ღონისძიებაში, რომლის ხელმძღვანელი თეა მატიაშვილი იყო, მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ დიდი ქართველი მწერლის, პედაგოგის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

ბავშვებმა ასევე ქვეყნის წინაშე მისი გაწეული ღვაწლი აღნიშნეს.

ეს დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203