თამარისის N1 სკოლის მოსწავლეები ეკოკონკურსს აქტიურად შეუერთდნენ და შერჩეული ტერიტორია პლასტმასის ნარჩენებისგან გაწმინდეს
13-02-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ეკოკონკურსში - „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ ჩაერთნენ და შერჩეული ტერიტორია პლასტმასის ნარჩენებისგან გაასუფთავეს. 

მოსწავლეებს გადაეცათ ვაუჩერი, რომელსაც გადაცვლიან ეკომეგობრულ საჩუქრებში, საინტერესო წიგნებსა და სასკოლო ნივთებში. მოსწავლეთა ხელმძღვანელი ლია აბულაშვილი გახლავთ, რომელიც მოწაფეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს,  ნარჩენების მართვას ასწავლის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203