თამარისის N1 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
13-02-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მე-10 კლასის მოსწავლეებს ელენე ქადარიასა და სესილი ფანგანს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს და მათ წინსვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203