დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.
8 თებერვალს საგანმანათლებლო თიანეთის რესურსცენტრის უფროსმა - ირაკლი ზვიადაურმა, თიანეთის მერმა - ლევან წიკლაურმა და გუბერნატორის მოადგილემ - გოჩა ქავთარაძემ, საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვეს რაიონის წარჩინებული მოსწავლეები.
7 ოქროს და 2 ვერცხლისმედალოსანთა შორის სამი ოქროს მედალი დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: დაჩი ზვიადაურმა, პეტრე
ბაგაშვილმა და სალომე
ჭურჭელაურმა მიიღეს.
მათ ასევე გადაეცათ ფულადი ჯილდო 1000-1000 ლარი.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ ყველას, განსაკუთრებით კი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მათ აღმზრდელ მასწავლებლებსა და მშობლებს ამ დიდ წარმატებას და კიდევ უამრავი მწვერვალის დაპყრობას ვუსურვებთ მშობლიური სკოლისა და რაიონის სასიკეთოდ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: