ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კინოთეატრში შესწავლილი ნაწარმოების ეკრანიზაცია ნახეს 
13-02-2024

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან, მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ საგაკვეთილო პროცესსა და გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, VIII და VIIIკლასების მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - მაია ჩეჩელაშვილისა და ირმა დვალიშვილის ხელმძღვანელობით „კინო საქართველოში“ იმყოფებოდნენ.

ბავშვებმა კინოში პროგრამით გათვალისწინებული მასალის შესაბამისი ფილმი „ნატვრის ხე“ ნახეს. ფილმის დასრულების შემდგომ კი მათ ტექსტის , „მარიტასა“ და ნანახი კინოს მახასიათებლებზე, მსგავსებასა და განსხვავებებზე, ვიზუალური და ლიტერატურული გამომსახველობითი ფორმების ეფექტურობაზე ისაუბრეს.

აქტივობაში ისინი ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ეს დღე საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203