ქუთაისის N12 საჯარო სკოლის 10 წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროს მედლით დაჯილდოვდა
13-02-2024
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის 10 წარჩინებულ კურსდამთავრებულს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.
კურსდამთავრებულები ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულებისთვის დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მათით ამაყობენ და მომავალში კვლავ წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე.