
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ახლახან, საბუნებისმეტყველო საგნების კათედრის მასწავლებლებმა ბავშვებს საინტერესო აქტივობა შესთავაზეს. მე-7, მე-11 კლასების ჩათვლით მოსწავლეებმა შეისწავლეს სასწავლო საკითხები სხვადასხვა საგანში და პრაქტიკული დავალებები მშობლების დახმარებით აქტიურად განახორციელეს. მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში შესანიშნავად გამოიყენეს.
დავალებები მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული ნაბიჯს შესაბამისი სტატუსი (ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური მოვლენა) მიანიჭეს და მოამზადეს თვალსაჩინო პოსტერები.
აქტივობა შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი გამოვიდა.
აღნიშნულ აქტივობებს ხელმძღვანელობნდნენ მასწავლებლები: ანნა წულაია(ბიოლოგია), მამისა ფიფია(ფიზიკა), მაია გიორგაძე(ქიმია).
სკოლაში თითოეულ მათგან მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკული დავალებები მოსწავლეებს თეორიული ცოდნის გამყარებაში ეხმარება, რაც აუცილებელია.
იხილეთ ფოტოები: