შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
13-02-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო შემეცნებითი თუ ინტელექტუალური შეჯიბრებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა, რომელშიც VIII, IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ. 

თამაში საინტერესოდ წარიმართა.

„მოსწავლეებმა ზოგადი განათლების მაღალი დონე გამოავლინეს. განივითარეს კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების უნარები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

გამარჯვებულ გუნდს სკოლის დირექტორმა - აიდა აზატიანმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203