წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში მოსწვალეთა განვითარებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. ამ მიზნით, ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა და პროექტს მართავენ.
ამჯერად, სკოლაში თემატური აქტივობა კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოეწყო. ეკოკლუბის მოსწავლეებმა პედაგოგ მაია ქორიძისგან, მინი ლექცია მოისმინეს.
გარდა ამისა, მე-11 კლასის მოსწავლე სულამით ჯიქიძემ პრეზენტაცია გამართა და მსმენელს სიმსივნის ტიპები, მისი გამომწვევი მიზეზები, მკურნალობისა და პრევენციის გზები გააცნო.
აქტივობებმა წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: