ლაცორიის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
13-02-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მასშტაბურ კამპანიას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეები ლოზუნგის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გაერთიანდნენ.

ბავშვებმა საყვარელი მწერლების ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს, იმსჯელეს, მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ წიგნის პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203