
თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.
ინგლისური ენის მასწავლებელი ელენე გაბედავა მათ მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. მათ შორის აღსანიშნავია, საინტერესო აქტივობა - „რონის ჩაის წვეულებაზე“, რომელშიც მესამეკლასელები ხალისით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა ჩაიც მოამზადეს და თან ეს ყველაფერი ინგლისურად ახსნეს. სახალისოდ წარმართული გაკვეთილის ბოლოს ბავშვებმა ტკბილეულიც დააგემოვნეს.
სკოლაში პედაგოგს საინტერესო სასწავლო პროცესის დაგეგმვისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა მშობლებს სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისთვის. მადლობა ელენე მასწავლებელს მოსწავლეებისთვის საინტერესოდ და სახალისოდ დაგეგმილი გაკვეთილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: