აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში ირაკლი გოგოხიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო შეჯიბრი გაიმართა 
13-02-2024

აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში, კურსდამთავრებულის - ირაკლი გოგოხიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გაიმართა გაიმართა. 

საფეხბურთო შეჯიბრი 30 იანვარს ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ შეჯირებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ( აფხაზეთის N1 და N15 საჯარო სკოლა), ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის (ზედაეწერის, ტყაიის, კორცხელის, ჭკადუაშის, ჩხორიის) საჯარო სკოლები, აგრეთვე, ადგილობრივი სოფლის გუნდი.

როგორც სკოლაში გვოყვებიან, მინი ფეხბურთში შეჯიბრება მეგობრულად და ხალისიანად ჩატარდა, თუმცა შეკრების მიზეზის გამო, დღეს თანდევდა დიდი სევდაც. 

გუნდებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • 1 ადგილი - ზედაეწერის გუნდი
  • 2 ადგილი - აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის გუნდი
  • 3 ადგილი - ტყაიის საჯარო სკოლის გუნდი

აღსანიშნავია, რომ მონაწილე გუნდები თასით, სიგელებითა და ფეხბურთის ბურთით დაჯილდოვდნენ, ამან კი, მეტად დასამახსოვრებელი გახადა დღე. 

ღონისძიების ხელმძღვანელი ირაკლი თორდია გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203